1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ცხოველის საკვები დანამატების, საკვების მასალების და დამატებითი საკვების შემადგენლობაში შემავალი საკვების დანამატების რაოდენობა 100-ჯერ მეტად არ უნდა აღემატებოდეს ცხოველის სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვების შესაბამის დადგენილ მაქსიმალურ შემცველობას ან 5-ჯერ მეტად - კოკციდიოსტატებისა და ჰისტომონოსტატების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვების შემცველობის შესაბამისი დადგენილი მაქსიმალური ნორმა შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს 100-ჯერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროდუქტის შემადგენლობა ასრულებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ განსაკუთრებულ კვებით დანიშნულებას. ცხოველის ამ საკვების მწარმოებლის კონტროლქვემდებარე საწარმო, რომელიც იყენებს ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველის საკვების დანამატებს, ექვემდებარება აღიარებას ამავე წესის მე-8 მუხლის ,, ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისა