1. ეს წესი ადგენს სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების ცხოველების საკვების ბაზარზე განთავსებისა და გამოყენების წესებს, მათ შორის, ეტიკეტირებასთან, შეფუთვასთან და წარდგენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და გამოიყენება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან ერთად.
2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება წყალზე, რომელსაც პირდაპირ მოიხმარს ცხოველი ან რომელიც მიზანმიმართულად შეაქვთ ცხოველის საკვებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველის საკვები განკუთვნილია წყალში გასახსნელად.
3. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური