1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა შეასრულოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-17 მუხლის და 181 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ (შემდგომში – „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვებთან დაკავშირებით.
2. ცხოველის საკვების ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ცხოველის საკვების შემადგენლობის ან გაცხადებული მახასიათებლების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის დადასტურდეს ეტიკეტირებით მოცემული ინფორმაციის სიზუსტე, მათ შორის, კომბინირებულ საკვებში გამოყენებული ცხოველის საკვების მასალის ზუსტი პროცენტული მაჩვენებლები (წონის მიხედვით).
3. ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან გარემოსთან დაკავშირებული ნებისმიერი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, მწარმოებელთა და მყიდველთა შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესების დაბალანსების შემდეგ, ის გადაწყვეტს, რომ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გამართლებულია. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გასცეს ინფორმაცია მყიდველის მიერ კონფიდენციალობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზ