1. ცხოველის საკვები შეიძლება განთავსდეს ბაზარზე და გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის:

ა) უვნებელია;

ბ) პირდაპირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს გარემოზე ან ცხოველთა კეთილდღეობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ბაზარზე განათავსებს ცხოველის საკვებს, უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველის საკვები იყოს:

ა) საღი, ნამდვილი, არაფალსიფიცირებული, მისი დანიშნულებისათვის შესაფერისი და კომერციული ხარისხის;

ბ) ეტიკეტირებული, შეფუთული და წარდგენილი ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მოთხოვნების თანახმად.

3. ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №1-ში „ტექნიკური მოთხოვნები ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მინარევების, რძის შემცვლელის, შემკვრელი ან დენატურირებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვების მასალების, ნაცრიანობის და სინესტე შემცველობის შესახებ“ განსაზღვრული მინარევებისა და სხვა ქიმიური დეტერმინანტების შესახებ ტექნიკურ მოთხოვნებს.

4. არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 101 მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებ