1. ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ეტიკეტირების მონაცემების არსებობა და განსაკუთრებული სიზუსტე.
2. ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომელიც პირველი განათავსებს ცხოველის საკვებს ბაზარზე ან, საჭიროების შემთხვევაში, საცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომლის სახელწოდებით ან სავაჭრო ნიშნით ხდება ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა საქმიანობა ზეგავლენას ახდენს ეტიკეტირებაზე, მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოში, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი საშუალებით წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. საცალო ვაჭრობაზე ან დისტრიბუციაზე პასუხისმგებელმა ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც არ ახდენს გავლენას ეტიკეტირებაზე, უნდა იმოქმედოს სათანადო ყურადღებით, რათა ხელი შეუწყოს ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, კერძოდ, თავი შეიკავონ ისეთი ცხოველის საკვების მიწოდებისგან, რომელიც, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ან ვარაუდით არ შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს.
5. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, მისდამი კონტროლს დაქვემდებარებულ საქმიანობისას, უნდა უზრუნველყოს, რომ სავალდებულო ეტიკეტირების მონაცემების გადაცემა მოხდეს მთელს სასურსათო ჯაჭვში, რათა შესაძლებელი იყოს ინფორმაციის მიწოდება ცხოველის საკვების საბოლოო გამომყენებლისათვის ამ წესის შესაბამისა