1. ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემები მთლიანად განთავსებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე, გამოსაჩენ ადგილას შეფუთვაზე, კონტეინერზე, მასზე მიკრულ ეტიკეტზე ან ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ თანმხლებ დოკუმენტზე; ეს მონაცემები უნდა იყოს შესამჩნევი, მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს.
2. ეტიკეტირების სავალადებულო მონაცემები უნდა იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი და არ უნდა იყოს გადაფარული რაიმე სხვა ინფორმაციით, წარმოდგენილი ისეთი ფერით, ფონტით და ზომით, რომელიც არ გააბუნდოვანებს ან ხაზს გაუსვამს ინფორმაციის რომელიმე ნაწილს, თუ ამგვარი ვარირება არ არის საჭირო გამაფრთხილებელ განცხადებებზე ყურადღების გამახვილებისათვის.
3. ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემების ქართულ ენაზე განთავსების ვალდებულება არ ვრცელდება იმპორტისას. ამ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, გაიმპორტებული პროდუქტის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქართულ ენაზე ეტიკეტირება უზრუნველყოს ბაზარზე განთავსების შემდგომი ეტაპის განხორციელებამდ