ამ წესის მე-15-მე-17 მუხლებით განსაზღვრულ ზოგად სავალდებულო მოთხოვნებთან ერთად, განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების ეტიკეტირებისას ასევე უნდა აღინიშნოს:

ა) მითითება ,,დიეტური“, ამ წესის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკვების დანიშნულების გვერდით, მხოლოდ იმ საკვების შემთხვევაში, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებისათვის;

ბ) მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ მიზნობრივი გამოყენების ნუსხის 1-6 სვეტებში, შესაბამისი მიზნობრივი გამოყენებისათვის;

გ) მითითება ნუტრიციოლოგის ან ვეტერინარის რჩევის საჭიროებაზე, ცხოველის საკვების გამოყენებამდე ან მისი გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებამდ