1. ამ წესის მე-15 მუხლის ,,გ“-,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები არ მოითხოვება, თუ თითოეული გარიგების განხორციელებამდე, მყიდველი წერილობით განაცხადებს, რომ მას არ სჭირდება ასეთი ინფორმაცია. გარიგება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტვირთს.

2. ცხოველის დაფასოებულ (შეფუთულ) საკვებზე, ამ წესის მე-15 მუხლის ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეფუთვაზე, მაგრამ არა ეტიკეტზე. ასეთ შემთხვევებში, მითითებული უნდა იქნეს თუ სად არის განთავსებული ამგვარი მონაცემები.

3. „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ წესის მე-15 მუხლის ,,გ“-,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები არ არის სავალდებულო ცხოველის საკვების იმ მასალებისათვის, რომლებიც არ შეიცავენ ცხოველის საკვების დანამატებს, გარდა კონსერვანტების ან სილოსური დანამატებისა და, რომელიც წარმოებულია და მიწოდებულია ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ ,,ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირველად წარმოებაში ჩართული ცხოველის საკვების გამომყენებელისათვის საკუთარ სადგომში გამოყენებისათვის.

4. ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაცია არ მოითხოვება მთლიანი მცენარეული მარცვლეულის, თესლებისა და ხილის ნარევისათვის.

5. ცხოველის კომბინირებული საკვების შემთხვევაში, რომლის შემადგენლობაში არ შედის სამზე მეტი ცხოველის საკვების მასალა, ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები არ მოითხოვება, თუ გამოყენებული ცხოველის საკვების მასალები გარკვევით არის მითითებული აღწერილობაში.

6. რაოდენობისთვის, რომელიც არ აღემატება ცხოველის საკვების მასალის ან საბოლოო გამომყენებლისათვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების 20 კგ-ს და რომელიც იყიდება ბითუმად, ამ წესის მე-15-მე-17 მუხლებით განსაზღვრული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს მყიდველს შესაბამისი შეტყობინებით, გაყიდვის ადგილას. ასეთ შემთხვევებში, ამ წესის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტით ან მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, შესაბამისად, მიეწოდება მყიდველს ყველაზე გვიან ინვოისთან ერთად.

7. შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისათვის, შეფუთვებში რამდენიმე კონტეინერის არსებობისას, რომლის საერთო წონა არ აღემატება 10 კგ-ს , ამ წესის მე-15 მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, ნაცვლად თითოეული კონტეინერისა, შეიძლება მიეთითოს გარე შეფუთვაზ