1. მოთხოვნები, რომელიც შეტანილ იქნა წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე რეგულაციის (EC) No258/97 მე-4 მუხლის შესაბამისად, განხილულ უნდა იქნას, როგორც ამ რეგულაციის II თავის I ქვეთავის თანახმად შეტანილი განცხადებები, თუ რეგულაციის (EC) No 258/97 მე-6(3) მუხლით დადგენილი პირველადი შეფასების ანგარიშის გადაგზავნა კომისიისათვის ჯერ არ მომხდარა, ასევე ყველა სხვა შემთხვევაშიც, როცა არსებობს დამატებითი შეფასების ანგარიშების მომზადების აუცილებლობა რეგულაციის (EC) No 258/97 მე-6(3) ან (4) მუხლის მიხედვით. სხვა მოთხოვნები, რომელიც შეტანილ იქნა რეგულაციის (EC) No 258/97 მე-4 მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე, განიხილება რეგულაციის (EC) No 258/97 დებულებების შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება ამ რეგულაციის 38-ე მუხლი.
2. წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნები არ შეიძლება გავრცელდეს იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოება დაწყებულ იქნა ამ რეგულაციის ამოქედებამდე, ვინაიდან მათზე ვრცელდება რეგულაციის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობა.
3. წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, დირექტივის 2001/18/EC მე-13 მუხლის თანახმად შეტანილი შეტყობინება ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტების შესახებ, განხილულ უნდა იქნესგანაცხადის სახით ამ რეგულაციის პირველი ქვეთავის III თავის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ დირექტივის 2001/18/EC მე-14 მუხლით დადგენილი შეფასების ანგარიში არ გადაგზავნილა კომისიასთან.
4. წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე, აღნიშნული რეგულაციის მე-15(1)(c) მუხლში მოხსენიებული პროდუქტების შესახებ დირექტივის 82/471/ EEC მე-7 მუხლის თანახმად შეტანილი შეტყობინება განხილულ უნდა იქნას, როგორც ამ რეგულაციის პირველი ქვეთავის III თავით გათვალისწინებული განაცხადი.
5. წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე, აღნიშნული რეგულაციის მე-15(1) მუხლში მოხსენიებული პროდუქტების შესახებ დირექტივის 70/524/ EEC მე-4 მუხლის თანახმად შეტანილი შეტყობინებებს უნდა დაერთოს ამ რეგულაციის პირველი ქვეთავის III თავით გათვალისწინებული განაცხადებ