1. სურსათსა და ცხოველის საკვებში შემავალი მასალები, რომლებიც შედგება, შეიცავს ან წარმოებულია გმო-გან და მისი შემცველობა არ აღემატება 0,5 პროცენტის შესაბამის პროპორციას, არ ჩაითვლება მე-14(2) მუხლის ან მე-16(2) მუხლის დარღვევად, ვინაიდან:

(a) იგი შემთხვევით და ტექნიკურად გარდაუვალ შემცველობაზე მეტყველებს;

(b) გენმოდიფიცირებული მასალა დადებითად იქნა შეფასებული გაერთიანების მეცნიერების კომიტეტისა თუ უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე, წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებამდე;

(c) მასზე ავტორიზაციის მისაღებად გაკეთებული განაცხადი არ იქნა უარყოფილი გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობით; და

(d) მისი დადგენის მეთოდები საჯაროა.

2. იმისთვის, რომ დადგინდეს აღნიშნული მასალის შემთხვევით ან ტექნიკური გარდაუვალობის გამო მოხვედრა, ოპერატორებმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა დაუსაბუთონ, რომ მათ მიმართეს ყველა ზომას აღნიშნული მასალის მოხვედრის თავიდან ასარიდებლად.

3. შესაძლებელია პირველ აბზაცში მითითებული ზღვრული ნორმის შემცირება 35(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, კერძოდ საბოლოო მომხმარებლისათვის პირდაპირ მიყიდულ გმო-თან მიმართებაში.

4. წინამდებარე მუხლის განხორციელების დეტალური წესები უნდა დამტკიცდეს 35(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. აღნიშნული მუხლი ძალაშია წინამდებარე რეგულაციის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაშ