1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ორგანიზება;

გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა და საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4799
- ვებგვერდი, 22.03.2016წ.

კარი IIძირითადი ნაწილი
თავი IIგენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირე