1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი (შემდგომ – განაცხადი) სამინისტროში შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადს უნდა ერთოდეს:
ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია;
ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ) პროექტის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა;
დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები;
ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება;
ვ) საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება;
ზ) მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ;
თ) გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად;
ი) მაკონტროლებელი ორგანოებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენის სქემა (შემდგომ – ანგარიშგების სქემა).
3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს;
ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან/და სხვა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს;
გ) პროექტის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მათი ვალდებულებების შესასრულებლად;
დ) მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას;
ე) დაცულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.
საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4799
- ვებგვერდი, 22.03.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2016 კანონი №4799
წინა რედაქცია (02.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას , თუ ის კლასიფიცირებულია უსაფრთხოების მეორე კლასის მიხედვით. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების პირველი კლასი, არ საჭიროებს ლიცენზიას და ხორციელდება სამინისტროში შეტყობინების შეტანის საფუძველზე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი (შემდგომ – განაცხადი) სამინისტროში შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) პროექტის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა; დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები; ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება; ვ) განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების კლასის დამადასტურებელი მონაცემები, ამ საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება; ზ) მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ; თ) გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად; ი) მაკონტროლებელი ორგანოებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენის სქემა (შემდგომ – ანგარიშგების სქემა). 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან/და სხვა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს; გ) პროექტის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მათი ვალდებულებების შესასრულებლად; დ) მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას; ე) დაცულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.