„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზნები
ამ კანონის მიზნებია:
ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისათვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად;
ბ) გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უარყოფითი გავლენისაგან;
გ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
დ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ე) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს;“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
6. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი ჩაკეტილ სისტემაში მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპისა და ზიანის პრევენციის პრინციპის გათვალისწინებით.“.
8. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება;“.
9. მე-11 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
10. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.“.
12. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.“.
13. IV თავი ამოღებულ იქნეს.
14. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების რეგულირების მექანიზმი
ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება რეგულირდება ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული წინასწარი დასაბუთებული შეთანხმების პროცედურით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“.
15. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით საქმიანობის განმახორციელებლის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის განხორციელება.“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/ რეექსპორტისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-11 პუნქტები:
„9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლიცენზიას არ საჭიროებს და სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება.
10. წინასწარ შეტყობინებას სამინისტროს წარუდგენს ტრანზიტის განმახორციელებელი პირი. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება მისი ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
11. სამინისტრო ამოწმებს, დაცულია თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და შესაბამისი განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“.
16. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
17. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული, ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.“.
1. ამ კანონით გათვალისწინებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის №198 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 2 მარტი 2016 წ. N4799-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. კანონის მიზნები
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია
- მუხლი 7. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება
- მუხლი 8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა
- მუხლი 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება
- მუხლი 10. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია
- მუხლი 11. ადმინისტრაციული წარმოება
- მუხლი 14. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას
- მუხლი 17. პროექტის ხელმძღვანელი
- მუხლი 21. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების რეგულირების მექანიზმი
- მუხლი 22. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება
- მუხლი 25. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები
- მუხლი 27. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4799-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.018079.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4799-IIს, 02.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018079 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3219284/