1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო.
4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას.
საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4799
- ვებგვერდი, 22.03.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2016 კანონი №4799
წინა რედაქცია (02.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება 1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება დ. ა გადამუშა მოთხოვება ნებაის დართულღვევა იწვევს პა, თსუხიგი სმიგეკუთვნებლობას საქართველოს ტერიტორიკაზე ნონმდაშვებულობით დადგენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახწეობასით. 3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას.