1. ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფერო).

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ეს კანონი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის:

ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას;

ბ) გარემოში ინტროდუქციას;

გ) საბაზრო ქსელში განთავსებას;

დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას.

3. ამ კანონის მოქმედების სფერო არ მოიცავს:

ა) გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაზრო ქსელში განთავსების საკითხებს;

ბ) იმ სამკურნალო საშუალებებთან (ფარმაცევტულ პროდუქტებთან) დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც შეიძლება იყოს ან/და შეიცავდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ან მათ ინგრედიენტებ