თავი III — გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება
1. სამინისტრო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სამინისტრო ამოწმებს განაცხადის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
3. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
4. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
5. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (02.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. ადმინისტრაციული წარმოება 1. სამინისტრო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. სამინისტრო ამოწმებს განაცხადის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 3. ს(ამინისტრო განაცხადის მიღებიდან 3 დღის ვადაში მას თანდართულინფორმაციასთან ერთად ექსპერტიზისათვის გადასცემს კომისიას - 02.03.2016, №4799). 4. კომისი(ა განაცხადზე თანდართული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ახდენს გენმოდიფიცირღებული ორგანიზმის გარემოზე - 02.03.2016, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ (ანიჭებს მას უსაფრთხოების კლასს№4799). 5. კომისი(ა შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგღენს და სამინისტროს წარბუდგენს დავალების მიღებიდან 20 დღის ვადაში - 02.03.2016, №4799).