1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) განახორციელოს ზედამხედველობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების უსაფრთხოებაზე და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქმიანობის განმახორციელებელსა და პროექტის ხელმძღვანელს;

ბ) უზრუნველყოს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მექანიზმების შექმნა.

3. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელ