1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) განსაზღვროს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები და იზრუნოს მათ განხორციელებაზე;
ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირისა და პროექტის ხელმძღვანელისაგან და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებისათვის მიმართოს სამინისტროს.
2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირისა და პროექტის ხელმძღვანელის დანიშვნა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან, შეასრულოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებ