1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ჩაკეტილ სისტემაში გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებით.
2. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4799
- ვებგვერდი, 22.03.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2016 კანონი №4799
წინა რედაქცია (02.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ჩაკეტილ სისტემაში გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებით. 2. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონისა და საერთაშორისო აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისია შქართვეილოს მუშთავერობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს, რომლ. შებიც მტკიცდება საქბართველოს მთავრობის დადგენი ლებით. აღნიშნული ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების თითოეული უსაფრთხოების კლასისათვის; ბ) მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად; გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის კრიტერიუმები სივრცისთვის, სადაც თავსდება გენმოდიფიცირებული მცენარეები და ცხოველები; დ) ბიოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები; ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევის შედეგად შექმნილი სიტუაციის მართვის გეგმის შემუშავების კრიტერიუმები.