1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.
2. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
3. ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით;
ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი.
4. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).
საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4799
- ვებგვერდი, 22.03.2016წ.
თავი VIIგენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.03.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.03.2016 კანონი №4799
წინა რედაქცია (02.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები 1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი მიზნით ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები. 2. ს(აბაზრო ქსელში განთავსების მიზნით გენმოდიფიცირღებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) რომ იგი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და განკუთვნილი არ არის გარემოში ინტროდუქციისათვის; ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი - 02.03.2016, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად№4799). 3. ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით; ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი. 4. გარემოში ინტროდუქციის მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას (რეექსპორტის შემთხვევაში) თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) რომ იგი გღენმოდიფიცირებული ორგანიზმია და განკუთვნილია გარემოში ინტროდუქციისათვის; ბ) შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობა და კონკრეტული მახასიათებლები; გ) შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისადმი უსაფრთხო მოპყრობის - 02.03.2016, მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების წესები; დ№4799) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი და მისამართი ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად; ე) იმპორტიორისა და ექსპორტიორის სახელები/საფირმო სახელწოდებები და მისამართები. აღნიშნულ დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განცხადება იმის შესახებ, რომ ექსპორტიორმა შეასრულა ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები. თავი VIIგენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობა