1. მე-3(1)(a) ან მე-3(1)(b) მუხლით ან მე-15(1)(a) ან მე-15(1)(b) მუხლით განსაზღვრული გმო-ს, სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაციის განახლების, შეცვლის, დროებით შეჩერების ან გაუქმების შესახებ კომისიამ უნდა აცნობოს კარტახენას ოქმის ყველა წევრს ბიოუსაფრთხოების საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, კარტახენას ოქმის მე-11(1) მუხლის ან მე-12(1) მუხლის შესაბამისად.
კომისია ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია წერილობითი ფორმით კარტახენას ოქმის წევრთა ეროვნულ საკონტაქტო ბიუროებს, რომელთა მეშვეობით ამგვარი ინფორმაცია დროულად გადაეცემა სამდივნოს და მას არ მოუწევს ბიოუსაფრთხოების საინფორმაციო ცენტრთან თავად დაკავშირება. აღნიშნული სანქციები უნდაიყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეატყობინონ კომისიას აღნიშნული ზომების შესახებ არაუგვიანეს 6 თვის პერიოდში წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლის დღიდან და დაუყონებლივ ამცნონ მას ნებისმიერი შემდგომი ცვლილებისა და დამატების შესახებ რომელიც გავლენას მოახდენს მათზე.
2. კომისია ასევე ვალდებულია დაამუშაოს კარტახენას ოქმის ნებისმიერი წევრის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მე-11(3) მუხლის თანახმად და წარმოადგინოს კანონმდებლობის, რეგულაციებისა და მითითებების ასლები მე-11(5) მუხლის შესაბამისა