წინამდებარე რეგულაციის ამოქმედების დღიდან დირექტივა 2002/53/EC შეიცვალოს შემდეგნაირად და ძალაში შევიდეს:
1. დაემატოს შემდეგი მუხლი:
„მუხლი 12a
დროებითი ზომები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემთხვევითი და ტექნიკურად გარდაუვალი შემცველობისათვის, რომლებიც დადებითად შეფასდა რისკის შეფასების ჩატარებისას
1. იმ გმო-სა და პროდუქტში გმო-ს სხვადასხვა კომბინაციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც პირდაპირი სახით სურსათად ან ცხოველის საკვებად ან მათ გადასამუშავებლად არის გამოყენებადი, უნდა იქნესამოღებული მე-13 მუხლიდან 21-ე მუხლის ჩათვლით, თუ ისინი შეესაბამება გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციის (EC) No 1829/200336 47-ე მუხლით დადგენილ პირობებს.
2. აღნიშნული მუხლი ძალაშია რეგულაციის (EC) No 1829/2003 ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში.“
2. დაემატოს შემდეგი მუხლი:
„მუხლი 26a
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არაგამიზნული შემცველობის თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომები
1. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ შესაფერისი ზომები სხვა პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემთხვევითი მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
2. კომისიამ უნდა შეაგროვოს და კოორდინირება გაუწიოს გაერთიანებისა და ეროვნულ დონეზე არსებულ კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, დააკვირდეს წევრ სახელმწიფოში არსებულ მიღწევებს თანაარსებობის კუთხით, და აღნიშნული ინფორმაციისა და დაკვირვების გათვალისწინებით ჩამოაყალიბოს ინსტრუქციები გენმოდიფიცირებული, ტრადიციული და ორგანული მცენარეული კულტურების თანაარსებობის შესახებ