წინამდებარე რეგულაციის ამოქმედების დღიდან დირექტივა 2002/53/EC შეიცვალოს შემდეგნაირად და ძალაში შევიდეს:
1. მე-4(5) მუხლი შეიცვალოს შემდეგაირად:
„5. მეტიც, თუ მასალა, რომელიც მიიღება მცენარის სახეობიდან გამიზნულია მე-3 მუხლით რეგულირებადი სურსათისათვის, ან იმ ცხოველის საკვებისათვის, რომელზეც ვრცელდება გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციის (EC) No 1829/2003 მე-15 მუხლი, მაშინ მსგავსი მცენარის სახეობა შეიძლება დაშვებულ იქნესმხოლოდ აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად.
2. მე-7(5) მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
“5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სახეობები, რომელიც გამოიყენება, როგორც სურსათი ან ცხოველის საკვები, რომელიც მოხსენიებულია „სურსათის შესახებ კანონის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების განსაზღვრის, ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბებისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პროცედურების დადგენის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაციის (EC) No 178/200231 მე-2 და მე-3 მუხლებში, მაშინ მისი დაშვება ხდება თუ ის ავტორიზირებულია შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად