1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს, ინახავს, ახორციელებს ტრანსპორტირებას ან ბაზარზე განათავსებს ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს, უნდა უზრუნველყოს მის კონტროლის ქვეშ მყოფი საწარმოს აღიარება სააგენტოს მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ცხოველის საკვების იმ ბიზნესოპერატორზე:

ა) რომელიც მხოლოდ ყიდულობს, ინახავს ან ახორციელებს ცხოველის სამკურნალო საკვების ტრანსპორტირებას ექსკლუზიურად თავის ფერმაში გამოყენებისთვის;

ბ) რომელიც მოქმედებს, როგორც მხოლოდ მოვაჭრე, ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების თავიანთ შენობაში ფლობის გარეშე;

გ) რომელიც ცხოველის სამკურნალო საკვებს ან შუალედურ პროდუქტებს მხოლოდ ინახავს ან ახორციელებს ტრანსპორტირებას  დალუქულ პაკეტებსა ან კონტეინერებში.

3. სააგენტომ უნდა მიანიჭოს აღიარება საწარმოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ვიზიტმა, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე, აჩვენა, რომ არსებული სისტემა ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების ან ბაზარზე განთავსებისთვის აკმაყოფილებს ამ წესის II თავით განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებს.

4. შინაური ბინადარი ცხოველების სამკურნალო საკვების საცალო მოვაჭრე და საბეწვე ცხოველების მფლობელი, რომლებიც ცხოველებს კვებავენ სამკურნალო საკვებით, ვალდებულები არიან, მიმართონ სააგენტოს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და სააგენტო ვალდებულია აწარმოოს მათ შესახებ რეესტრ