1. გამოწერილი სამკურნალო საკვები გამოიყენება მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებზეც ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად გაცემულია ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტი.
2. ცხოველის მომვლელმა ცხოველის სამკურნალო საკვები უნდა გამოიყენოს მხოლოდ სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტის შესაბამისად, მიიღოს ზომები ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყოს მხოლოდ სამკურნალო საკვების ვეტერინარულ რეცეპტში იდენტიფიცირებული ცხოველებისთვის სამკურნალო საკვების მიცემა. ცხოველის მომვლელმა არ უნდა გამოიყენოს ვადაგასული სამკურნალო საკვები.
3. ანტიმიკრობული ვეტერინარული პრეპარატების შემცველი სამკურნალო საკვები გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და დაუშვებელია მისი პროფილაქტიკისთვის გამოყენება.
4. იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატის შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული ვეტერინარული რეცეპტის საფუძველზე.
5. ანტიჰელმინთური საშუალების შემცველი ცხოველის სამკურნალო საკვები გამოიყენება ამ წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ვეტერინარული რეცეპტის საფუძველზე.
6. ცხოველის სამკურნალო საკვების მიღებისას სასურსათო დანიშნულების ცხოველების მომვლელმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის სამკურნალო საკვების ვეტერინარული რეცეპტით გათვალისწინებული ლოდინის პერიოდის დაცვა.
7. სასურსათო დანიშნულების ცხოველების მომვლელი, რომელიც კვებავს მათ სამკურნალო საკვებით, აწარმოებს ჩანაწერებს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ეს ჩანაწერები ინახება სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში ცხოველის სამკურნალო საკვების მიღების თარიღიდან, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასურსათო დანიშნულების ცხოველი დაიკლა ამ პერიოდის განმავლობაშ