1. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი შეგროვების ან განადგურების სისტემების არსებობა ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტებისთვის, რომლებსაც ვადა გაუვიდა, ან იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის მომვლელს მიეწოდა უფრო მეტი რაოდენობის ცხოველის სამკურნალო საკვები, ვიდრე რეალურად გამოიყენა ვეტერინარულ რეცეპტში მითითებული მკურნალობისთვის.
2. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების კონსულტაციები გამოუყენებელი ან ვადაგასული პროდუქტების შეგროვების ან განადგურების სისტემებთან დაკავშირებით.
3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეგროვების ან განადგურების პუნქტები, ისევე როგორც სხვა შესაბამისი ინფორმაცია, ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის, ცხოველების მომვლელებისთვის, ვეტერინარებისთვის და სხვა შესაბამისი პირებისთვის.
პროცედურული მოთხოვნე