1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 30%-ით. თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდე