1. ცხოველის სამკურნალო საკვების და შუალედური პროდუქტების წარმოება და ბაზარზე განთავსება შესაძლებელია, მაგრამ დაუშვებელია მისი მიწოდება ცხოველის მფლობელისთვის  ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული ვეტერინარული რეცეპტის გაცემამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება:

ა) ფერმის მიქსერებსა და მობილურ მიქსერებზე;

ბ) ცხოველის სამკურნალო საკვების ან შუალედური პროდუქტების წარმოებაზე, რომელშიც ინკორპორირებულია (ჩართულია) ვეტერინარული პრეპარატები, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განკუთვნილია გამოსაყენებლად  რეგისტრაციით განსაზღვრული პირობებს მიღმა არასასურსათო დანიშნულებისა და სასურსათო დანიშნულების ხმელეთის ცხოველებისთვი