1. ეს წესი ვრცელდება ცხოველის სამკურნალო საკვებისა და შუალედური პროდუქტების:

ა) წარმოება, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე;

ბ) ბაზარზე განთავსებასა, მათ შორის იმპორტსა და გამოყენებაზე;

გ) ექსპორტზე, თუმცა, ამ წესის მე-9, მე-16-მე-18 მუხლები არ ვრცელდება ცხოველის სამკურნალო საკვებსა და შუალედურ პროდუქტებზე, რომელთა ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი განკუთვნილია ექსპორტისთვის.

2. ეს წესი არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პროდუქტები შედის ცხოველის სამკურნალო საკვებში ან შუალედურ პროდუქტშ