1. „ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს დამატებით სპეციალურ მოთხოვნებს ცხოველის სამკურნალო საკვებსა და შუალედურ პროდუქტებთან დაკავშირებით და გამოიყენება „ტექნიკური რეგლამენტი –ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობა“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილებით, „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის  №173 დადგენილებითა და „ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის №58 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად.

2. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას,  „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილების დანართებით (ნუსხებით) განსაზღვრული საქონლის მიმარ