1. გარანტიის მოქმედების პერიოდში, მიღებულ საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) შესრულებული სამუშაოების, კომპლექტაციის ან/და ხარისხის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დგება რეკლამაცია.
2. სარეკლამაციო სამუშაოების ჩატარების და ორგანიზების პასუხისმგებლობა ეკისრება ექსლპუატანტს.
3. ექსპლუატაციის პროცესში, გარანტიის მოქმედების პერიოდში, მონტაჟის ან შენახვის დროს მიღებული პროდუქციის (შესრულებულ სამუშაოების) კომპლექტურობაზე ან/და ხარისხზე, მის ტარაზე, შეფუთვაზე, მარკირების და პლომბირების მოთხოვნილ სტანდარტებზე, ტექნიკურ პირობებზე ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებზე თუ გამოვლინდა შეუსაბამობა, ექსპლუატანტი ვალდებულია დადგენილი წესით მოიწვიოს საავიაციო ქარხნის (ორგანიზაციის) წარმომადგენელი რეკლამაციის წარსადგენად.
4. რეკლამაცია წარედგინება სარეკლამაციო აქტის ფორმით (დანართი №4). აქტი დგება კომისიურად ექსპლუატანტისა და საავიაციო ქარხნის (ორგანიზაციის) წარმომადგენელთან ერთად.
5. დადგენილ ვადებში, საავიაციო ქარხნის (ორგანიზაციის) წარმომადგენლის არგამოცხადების შემთხვევაში ან როდესაც შეუძლებელია მათი დაშვება საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) განლაგების ადგილზე, რომელზეც შედგენილია რეკლამაცია, ექსპლუატანტი ქმნის ცალმხრივ კომისიას. სამუშაოების შედეგების საფუძველზე, დგინდება ცალმხრივი სარეკლამაციო აქტი (დანართი №4). აქტში მიეთითება ცალმხრივი წესით შედგენის მიზეზი.
6. სარეკლამაციო აქტის შედგენის პროცესში, კომისიის მიერ ხდება საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობის) გამოვლენილი გაუმართაობის მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების შემუშავების და მისი რეალიზაციის მიზნით, რათა ექსპლუატაციაში მყოფ საავიაციო ტექნიკაზე (ნაკეთობაზე) მოხდეს ანალოგიური მტყუნების პრევენცი