1. საავიაციო ტექნიკა (ნაკეთობა) დოკუმენტაციით (ფორმულარები, პასპორტები) ეგზავნება საავიაციო სარემონტო ქარხანას (ორგანიზაციას), ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, თუ საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) მტყუნების მიზეზის გამოვლენის კვლევების წარმოება ექსპლუატანტის ბაზაზე შეუძლებელია ან/და საავიაციო სარემონტო ქარხანა (ორგანიზაცია) მოითხოვს პროდუქციის უკან დაბრუნებას.

2. სარეკლამაციო აქტის (დანართი №4) შედგენის შემდეგ, საავიაციო ტექნიკის (ნაკეთობის) საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) ძალებითა და საშუალებებით აღდგენის შემთხვევაში, ექსპლუატანტისა და საავიაციო სარემონტო ქარხნის (ორგანიზაციის) წარმომადგენლების მიერ დგება რეკლამაციის დაკმაყოფილების წერილი და იგზავნება იმავე მისამართზე, სადაც გაიგზავნა სარეკლამაციო აქტ