1. შეიარაღებული კონფლიქტის, ადგილობრივი ან საერთაშორისო საგანგებო ვითარების გაშუქებისას უნდა დასახელდეს ინფორმაციის წყარო და მესამე პირისგან მიღებული მასალა, აგრეთვე აღინიშნოს ექვემდებარება თუ არა რეპორტაჟი კანონით დადგენილ შეზღუდვებს.
2. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან მის გათავისუფლებაზე მიმართულ ღონისძიებებ