1. მაუწყებლმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას.

2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

3. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

4. დაუშვებელია თანხის გადახდა, თანხის გადახდის დაპირება ან ნატურით გადახდა ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ან სხვა პირისთვის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

5. დაუშვებელია გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის, მისი ნათესავების ან ოჯახის წევრებისთვის პირდაპირ ან ირიბად თანხის გადახდა, ან თანხის გადახდის დაპირება, გარდა პროგრამის ან ინტერვიუს მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა.

6. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, თანხის გადახდა გამართლებულია მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესის მქონეა და თუ მისი მიღება თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია.

7. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა შესახებ, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სასამართლო პროცესს ან გავლენა მოახდინოს მის შედეგზე.

8. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთებ