1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ტექნიკური, აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად ინფორმაციის გადაცემა ან ზეგავლენის მოხდენა აუდიტორიის ქვეცნობიერზე.
2. ოკულტიზმის, პარანორმალური, სხვა მსგავსი მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება დაუშვებელია 23:00 საათამდე. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა შემცირდეს მგრძნობიარე აუდიტორიაზე ჰიპნოზირების ან სხვა უარყოფითი რეაქციის რისკ