1. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა, თუ ის შეიცავს:
ა) სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს;
ბ) არასრულწლოვნის მონაწილეობით ან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს;
გ) ნარკოტიკების დამზადების და მოხმარების წესის ახსნა-განმარტებასა და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
დ) თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა და მოწონებას;
ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით;
ვ) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის გამოყენებას (დანა, ნაჯახი და ა.შ.) ზიანის მიყენების მიზნით ან მკვლელობისთვის;
ზ) ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებისა).
2. 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, თუ ის შეიცავს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;
ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენებს ან მათ გრაფიკულ ასახვას;
გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია კონტექსტით;
დ) ნარკოტიკული საშუალებებისა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას.
3. 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;
ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.
4. 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) ზეგავლენის მომხდენი შინაარსის ამსახველ სიუჟეტებსა და სცენებ