1. მაუწყებელის მიერ პოტენციურად შეურაცხმყოფელი მასალის გადაცემა გამართლებული უნდა იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვან პირთა დაცვის პასუხისმგებლობას შორის. პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ან გაფრთხილების გავრცელება.

2. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელიც ამართლებს ან იწონებს ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას და შეიძლება წაახალისოს სხვები მსგავსი ქმედებისკენ.

3. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით.

4. ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება უნდა მოხდეს ჯეროვანი ობიექტურობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროგრამა აშკარად გასართობი ხასიათისაა. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი რჩევა ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის, დასაქმების ან ურთიერთობების შესახებ, რომელმაც შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენო