1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი მიმართავს ზოგადად მიღებულ სტანდარტებს საზოგადოების წევრების ზიანისა და შეურაცხყოფისგან დასაცავად.
2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პოტენციურად შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება გამართლებული იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს. ბალანსი უნდა იქნეს დაცული საზოგადოებრივ ინტერესსა და არასრულწლოვანთა და მოწყვლად პირთა დაცვის პასუხისმგებლობას შორის.
3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა განათავსოს სუიციდის ან თვითდაზიანების მეთოდების შემცველი ინფორმაცია, გარდა ასეთი მეთოდების სიტყვიერი აღწერისა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს რედაქციულად გამართლებულია, ან გამომდინარეობს კონტექსტიდან.
4. ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური პრაქტიკის ან ჰიპნოზის დემონსტრირება უნდა განიხილებოდეს ობიექტურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამა არის გასართობი ხასიათის. ასეთი პროგრამები არ უნდა შეიცავდეს რჩევებს პირებისთვის, მათი ჯანმრთელობის, ფინანსების, დასაქმების ან ურთიერთობების შესახებ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ. ამასთან, აკრძალულია აუდიო ან ვიზუალური აპარატურის გამოყენება ინფორმაციის გადასაცემად, ან სხვაგვარად ზემოქმედება აუდიტორიაზე, მათთვის ამის შესახებ ინფორმირების გარეშე.
5. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მგრძნობიარე აუდიტორიაზე ჰიპნოზირებით გამოწვეული ნებისმიერი რისკი ან/და სხვა არასასურველი რეაქცი