1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს გააშუქოს წინასაარჩევნო კამპანია, იგი წინასაარჩევნო კამპანიას (საარჩევნო აგიტაციას) აშუქებს შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობითა და ამ ქცევის კოდექსით დადგენილი წესით. სამართლიანობის, ბალანსის, დისკრიმინაციის გამორიცხვის და მიუკერძოებლობის წესები გამოიყენება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.
2. წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი იყენებს სამართლიანობის პრინციპებს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისა და არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების მიმართ, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმების და მოსაზრებების საზოგადოებისთვის გაცნობა.
3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა მისცეს პოლიტიკოსებს რაიმე დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების შინაარსთან დაკავშირებით.
4. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვამდე, არჩევნების გაშუქება შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემებით, რათა გავრცელებულმა ინფორმაციამ გავლენა არ მოახდინოს ხმის მიცემის პროცესზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას და კომენტარებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე.
5. ამ კოდექსის პრინციპები ასევე გამოიყენება პლებისციტების ან რეფერენდუმის დრო