1. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. პროგრამაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს წარედგინება წერილობითი ფორმით, ფოსტით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით, ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. პასუხი შემოიფარგლება პროგრამაში გადაცემული არასწორი, არაზუსტი, ან არასრული ინფორმაციის ან განცხადებების შესწორებით და შეძლებისდაგვარად უნდა მიეთითოს გადაცემის სახეობა და დასახელება, ასევე ამ კოდექსის მოთხოვნები, რომლებიც სავარაუდოდ დაირღვა.
3. პასუხი, ან პასუხის ნაწილი, რომელიც შეეხება არასწორი, არაზუსტი, ან არასრული ინფორმაციის შესწორებას, უნდა გამოქვეყნდეს პირველივე მომდევნო გადაცემაში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, პასუხი უნდა გამოქვეყნდეს პროგრამის უახლოეს და თემატურად დაკავშირებულ ნაწილში.
4. გამოქვეყნებულ პასუხს არ უნდა ახლდეს საპასუხო მოსაზრება, ან დამატებითი კომენტარი, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება საინფორმაციო და პოლიტიკურ პროგრამებს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ და გადაცემულ ინფორმაციას, რომელსაც ეხება პასუხი, იმ პირობით, რომ დამატებითმა ინფორმაციამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას პასუხის არსებით მიზანს.
5. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის უარი პასუხის გამოქვეყნებაზე, დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) პასუხი არ არის წარდგენილი თავდაპირველი განცხადებიდან 10 დღის ვადაში;
ბ) თავდაპირველი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ან არ იძლევა მომჩივნის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას;
გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა;
დ) პასუხი შეიცავს ცილისწამებას, იწვევს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ან შეიცავს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულის, ან უხამსობის ელემენტებს;
ე) პასუხი უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;
ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.
6. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის უარი თავდაპირველ განცხადებასთან დაკავშირებული პასუხის თანაბარი საშუალებებით და ფორმატით გამოქვეყნებაზე, შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში, ან სასამართლოში.
7. პასუხის გამოქვეყნებაზე უარის შემთხვევაში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით წარუდგინოს მომჩივანს ასეთი უარის დასაბუთებ