1. კოდექსის გამოყენებისას გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უნდა იცავდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) პროგრამები პატივს უნდა სცემდნენ ადამიანის ღირსებას და სხვათა ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს უწყობდნენ აზრის თავისუფალ ფორმირებას მრავალფეროვნების, ტოლერანტობის და თანასწორობის პრინციპების დაცვით;
ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი პატივს უნდა სცემდეს მრავალფეროვნებას და ტოლერანტობას და საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით დაუცველ პირებს და ჯგუფებს;
გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, ქონების დაზიანების, ძალადობის სხვა ფორმების, ასევე პოლიციის საქმიანობის, სამედიცინო სერვისების ან საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვა სერვისების შეფერხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, იმისათვის, რომ არ გამოიწვიოს აღელვება და შეშფოთება საზოგადოებაში;
დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი თავისუფალია შექმნას პროგრამა პროფესიული და საზოგადოებისთვის მისაღები ღირებულებებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით;
ე) დაუშვებელია პროგრამებში საზოგადოების თუ ცალკეული პირების ცრურწმენების, შიშების ან ნდობის ბოროტად გამოყენება/მანიპულირება, ასევე პოტენციურად მავნე ქცევის წაქეზება.
2. კოდექსის ნორმების და პრინციპების დაცვისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი და შემდეგი ფაქტორები:
ა) ზიანისა და არასათანადო ზემოქმედების ხარისხი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პროგრამაში შემავალი პროგრამის შესაბამისი ნაწილის კონკრეტული შინაარსით;
ბ) პოტენციური აუდიტორიის სავარაუდო მოცულობა და შემადგენლობა;
გ) აუდიტორიის მოლოდინი პროგრამის სახეობის შესახებ, ასევე ფორმა, რომლის გამოყენებით ხდება აუდიტორიისთვის პროგრამის შინაარსის მიწოდება და პროგრამის სავარაუდო გავლენა პოტენციურ აუდიტორიაზე;
დ) სარედაქციო დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა შეთავაზებული პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
3. ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევის შეფასებისას მხედველობაში მიიღება აუდიოვიზუალური პროდუქციის კონტექსტ