1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“) ადგენს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების პრინციპებს, წესებს და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების  პრინციპები სავალდებულოა და განსაზღვრავს პროფესიულ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების წესები წარმოადგენს ამ კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დაიცვან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა, ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მისაღწევა