1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს სიზუსტეს, სამართლიანობას, მიუკერძოებლობას და ბალანსს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში. სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ბალანსი მიიღწევა ყველა საპირისპირო შეხედულების გაშუქებით, როგორც ერთსა და იმავე პროგრამაში, ასევე სხვადასხვა პროგრამების სერიაში, რომელიც ეძღვნება ერთი გარკვეული საკითხის გაშუქებას.
2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს ფაქტების სიზუსტე და ინფორმაციის წყაროების სანდოობა, აღმოჩენილი ხარვეზების დროულად გამოსწორებისთვის. ხარვეზების გამოსწორება ხორციელდება იმავე მეთოდით, იმავე ფორმით და სათანადო დაგეგმვით.
3. აკრძალულია ნებისმიერი ისეთი პროგრამის გავრცელება, რომელიც არსებული ინფორმაციით ან რუტინული შემოწმების შედეგად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდება, ან რომელთან დაკავშირებითაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ შესაძლოა იყოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი. თუ პროგრამა შემდგომში აღმოჩნდება მცდარი, ან შეცდომაში შემყვანი, შესწორებული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
4. პროგრამის მიზანი არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიმე ჯგუფის ან პირის ინტერესების დაცვა და რაიმე აზრის ან შეხედულების დომინირება, როდესაც საქმე ეხება საკამათო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის სხვა საკითხებს.
5. საინფორმაციო, პოლიტიკურ და მიმდინარე მოვლენების პროგრამებში, მოსაზრებები და კომენტარები უნდა გაიმიჯნოს ფაქტობრივი ინფორმაციის გადმოცემისგან და უნდა მოხდეს მათი წყაროს, ან ავტორის იდენტიფიცირება.
6. სტატისტიკური ინფორმაციის გაშუქებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს ინფორმაციის წყარო. განსაკუთრებული სიფრთხილეა აუცილებელი ჯანდაცვის, დანაშაულის და ეროვნული უსაფრთხოების სტატისტიკური მონაცემების გაშუქებისას, რათა არ მოხდეს საზოგადოების ზედმეტად შეშფოთება.
7. გამოკითხვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის და ა.შ. შედეგების გამოქვეყნებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ასევე აქვეყნებს კვლევის დამკვეთი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ვინაობას, კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის ვინაობას, კვლევის ნიმუშს და კვლევის ჩატარების პერიოდს.
8. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა მოახდინოს მოვლენების მოდელირება და ყოველთვის მიუთითოს გამეორებებზე საინფორმაციო და ახალი ამბების გადაცემებში, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს მაყურებელი. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების რეკონსტრუქცია მკაფიოდ უნდა დაფიქსირდე