1. კონვენციის მიზანია იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში, გაუდაბნოებასთან ბრძოლა და გვალვის შედეგების შემცირება ეფექტური ზომების გამოყენებით ყველა დონეზე, საერთაშორისო თანამშრომლობით და პარტნიორობაზე შეთანხმებების მეშვეობით ინტეგრირებული მიდგომის ჩარჩოში, რომელიც შეესაბამება AGENDA-21-ს დაზარალებულ რაიონებში მდგრადი განვითარების მიღწევის თვალსაზრისით.

2 .ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შეიმუშაონ დაზარალებული რაიონებისათვის გრძელვადიანი ინტეგრირებული სტრატეგია, ერთდროულად მიმართული მიწის პროდუქტიულობის გაზრდისათვის და მიწისა და წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მენეჯმენტისთვის, რაც მიზნად ისახავს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ დონეზ