1.   გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების, ბრძანების და ოპერატიული თათბირის დავალების შესრულებაზე საერთო კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.

2.   გამგეობის შესაბამისი განყოფილება/სამსახურის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფენ მათთვის დავალებული საკითხის შესრულებას და, მითითებულ ვადებში, შესრულების შედეგებზე ან შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას.

3.   გამგეობის აპარატი პერიოდულად აანალიზებს ამ მიმართებით არსებულ მდგომარეობას, საკითხი შემოაქვს გამგეობის სხდომაზე განსახილველად.
თავი VII
მოქალაქეთა მომართვების განხილვის წესი და საჯარო ინფორმაციის გაცემ