1. გამგეობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს რაიონის გამგებელი. სამართლებრივი აქტის რეკვიზიტში `ხელმოწერა~ აღინიშნება ხელისმომწერი პირის თანამდებობა.
2. გამგეობის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიმართ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში, პროექტი უბრუნდება შემომტანს შენიშვნებისა და წინადადებების პროექტში გასათვალისწინებლად და შესწორებული პროექტი წარედგინება გამგებელს ხელმოსაწერად.
3. ხელმოწერილი სამართლებრივი აქტი გადაეცემა აპარატს, რომელიც სამი დღის ვადაში უზრუნველყოფს მათ სათანადო გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით). აპარატი ასევე უზრუნველყოფს დოკუმენტების ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას და გადაცემა