1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტს ამზადებს აპარატი. მერის მიერ ან მერიის სხდომაზე პროექტის შესახებ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში პროექტი უბრუნდება აპარატს დამატებით დასამუშავებლად. პროექტის დამატებითი დამუშავება წარმოებს სამი დღის ან შესაბამისად მერის, მერიის მიერ დადგენილ ვადაში.
2. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს მერი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. სამართლებრივი აქტის რეკვიზიტში „ხელმოწერა“ აღინიშნება მითითება ხელისმომწერი პირის თანამდებობაზე.
3. ხელმოწერილი სამართლებრივი აქტები გადაეცემა აპარატის უფროსს, რომელიც სამ დღეში უზრუნველყოფს მათ სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით), ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას