1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტებს ამზადებს აპარატი ან ქალაქის შესაბამისი ადგილობრივი სამსახური.
2. სამართლებრივი აქტების პროექტები მერსა და მერიას წარედგინებათ შესაბამისად მერისა და მერიის კომპეტენციებში შემავალ სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე.
3. მერიის სხდომაზე მერიის სამართლებრივი აქტების შეტანის მიზანშეწონილობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს მერთან, რაც დასტურდება პროექტზე მერის სათანადო ვიზით.
4. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტი უნდა შეთანხმდეს ყველა იმ ორგანიზაციასთან, სამსახურთან, დაწესებულებასთან, აგრეთვე თანამდებობის პირთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანხმებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი (ინიციატორი).
5. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.
6. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტებს თან უნდა ერთვოდეს შეთანხმების ფურცელი. შეთანხმების ფურცელში აისახება პროექტის შემომტანი, პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი და მისი თანამდებობა, შემთანხმებელი პირები და მათი თანამდებობები.
7. პროექტის შეთანხმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ დღეს. შეთანხმების დასტური, შეუთანხმებლობა, აგრეთვე შეთანხმების ვადის დარღვევის ახსნა-განმარტება უნდა აისახოს შეთანხმების ფურცელში.
8. პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტს შეთანხმების ფურცელთან და თანდართულ სხვა მასალებთან (წერილები, დასკვნები და სხვ.) ერთად წარუდგენს აპარატს, რომელიც ხუთ დღეში შეისწავლის პროექტის შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, შესრულების ხარისხს და უზრუნველყოფს შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებას