1. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე.
2. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.
3. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) შემსრულებელი სამსახურების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ზუსტი სახელწოდებები, მათი ხელმძღვანელების გვარები;
ბ) შესრულების ვადები;
გ) მითითებები შესრულების კონტროლის თაობაზე;
დ) ის სამართლებრივი აქტი (აქტები), რომლის საფუძველზეც გამოიცემა (მიიღება) დოკუმენტი;
ე) მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.
4. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები შეიცავს საკონსტიტუციო და საგანმკარგულებლო ნაწილებს. საკონსტიტუციო ნაწილში გადმოიცემა დოკუმენტის გამოცემის (მიღების) მოტივები, მიზნები და ამოცანები. დოკუმენტს შეიძლება არ გააჩნდეს საკონსტიტუციო ნაწილი. საგანმკარგულებლო ნაწილი იყოფა არაბული ციფრებით უწყვეტად დანომრილ პუნქტებად (საჭიროებისას, აგრეთვე ანბანურად დანომრილ ქვეპუნქტებად) და გამოიცემა ბრძანებითი ფორმით. საგანმკარგულებლო ნაწილი იწყება შესაბამისად სიტყვებით: „ვბრძანებ“ ან „ქალაქის მერია ადგენს“.
5. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო.
6. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების (დებულების, ინსტრუქციის, გეგმის, ფორმის, კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვ.) დამტკიცების ან საგანმკარგულებლო დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას, თანდართული დოკუმენტები დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები. დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება საგანმკარგულებლო დოკუმენტის კუთვნილებაზე.
7. მერისა და მერიის სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმით შემდგომი გამოყენების თაობაზე
მუხლი 41. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების გაფორმება
თავი III — მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გაფორმების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 108. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 105. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 115. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 116. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 108. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 113. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 34. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
- მუხლი 35. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
- მუხლი 36. მერიის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
- მუხლი 37. მერიის სხდომები
- მუხლი 38. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 40. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია
- მუხლი 43. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)
- მუხლი 44. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 46. თათბირების მომზადება და გამართვა
- მუხლი 47. მერიის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი
- მუხლი 48. მერიის სხდომების და თათბირების ოქმების გაფორმება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 41. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-41/