1. მერიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს მერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით მერის პირველი მოადგილე.
2. მერიის მორიგი სხდომა მოიწვევა ყოველკვირეულად სამშაბათობით, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული მერის დავალებით. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მერის ინიციატივით.
3. მერიის სხდომებს ესწრებიან მერიის წევრები. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მერიის წევრთა ნახევარი მაინც.
4. როგორც წესი, მერიის სხდომები დახურულია. სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. მერის მოწვევით სხდომას შეიძლება დაესწრონ აგრეთვე სხვა პირები.
5. მერიის სხდომაზე განსახილველი საკითხის გამო, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა რეგლამენტი 15 წუთამდე, თანამომხსენებელსა და კამათში გამომსვლელთ 5 წუთამდე, ცნობისათვის – 3 წუთამდე.
6. მერიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე მერიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში მერს აქვს უპირატესი ხმის უფლება. სხდომაზე საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოწვეული კომპეტენტური პირები მონაწილეობენ შესაბამისი საკითხების განხილვაში და ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.
7. მერიის სხდომების გაფორმებულ გადაწყვეტილებებს, აპარატის უფროსის ვიზირების შემდგომ, ხელს აწერს მერი.
თავი III
მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გაფორმების წეს
მუხლი 37. მერიის სხდომები
თავი II — მერიის სხდომის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია
- მუხლი 30. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება
- მუხლი 32. საქალაქო ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი
- მუხლი 34. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
- მუხლი 35. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
- მუხლი 36. მერიის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
- მუხლი 38. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 40. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია
- მუხლი 41. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 43. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)
- მუხლი 44. მერისა და მერიის სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112294/muxli-37/